სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას “ენერგო პრო ჯორჯია” იწყებს. ენერგეტიკის დარგის დამამთავრებელი კურსის, ასევე პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს კომპანია 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს, წარმატებულ სტუდენტებს კი კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.energo-pro.ge
შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან გასაუბრება,ხოლო დასკვნით ეტაპზე მათ მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება თემაზე “მომავლის ენერგეტიკა”, რის შედეგადაც მათი საბოლოო შერჩევა მოხდება