ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე დასახლებული ბელები აუზში გრილდებიან (ვიდეო)

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალი ზოოპარკი მდებარეობს, გახსნამდე დათვებით, მგლებით, ნიამორებითა და ირმებით არის დასახლებული.

“დატვების რეაბილიტაციის” გვერდი “ფეისბუკზე” აქვეყნებს დათვის ბელების ვიდეოს, რომელთაც ვოლიერში მცირე ზომის აუზი დაუდგეს.

“პირველად ჩოფიკამ გაბედა და ჩავიდა. შემდეგ კოპალა მიეპარა, გარინჩა ჯერ შორიდან უვლის, დღის ბოლომდე ჩავა იმედია.

წყალი დათვების ცხოვრებაში აუცილებელია. იმისათვის რომ, მათ ბუნებაში სრულფასოვნად იცხოვრონ, თევზაობა კარგად უნდა ისწავლონ. ცოტა ხანში ამ პატარა აუზში პატარა თევზები დასახლებიდან და ვნახოთ რას იზამს ჩვენი სამი მუშკეტერი”- ნათქვამია გვერდზე განთავსებული ვიდეოს აღწერაში.

თბილისის ახალი ზოოპარკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ “მეტრონომის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟში იხილოთ.

იტვირთბა....