aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიზეარის” თვითმფრინავი, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.  ერთ-ერთი მგზავრის განუცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს მუხრუჭის პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტრპრესნიუსი” ავრცელებს.

„ვიზეარის“ თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი“, – განაცხადა მგზავრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არიან და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით კომპანიისგან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

„ქაოსში ვართ. ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი იმაზე, რა მოხდა“, – აღნიშნა მგზავრმა.

იტვირთბა....