ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ინფორამაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდაცვლილები 12-12 წლისები არიან.

შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

ავტორი:  ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....