ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, მას პოლიტიკური დევნა უწოდოს.
“ეს მარტივი “მესიჯ ბოქსია”, იმის იქით ვერსად წავა, რადგან როგორც კი შინაარსში შევა, მაშინვე თავი უნდა იმართლოს იმ ქმედებისგან, რაც ჩაიდინა და ეს სასამართლომაც დაადასტურა“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.