ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდბული: “პიკასოს მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა”

“მეტრონომი” სასამართლოდან

პიკასოს მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, – ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ მოსამართლეს განუცხადა.

ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნოზაძის მოკვლა არ უნდოდა. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის შუამდგომლობას დააყენებს თამთა ჯანჯღავას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პათლტიმრობიდან გასათავისუფლებლად. პროკურატურა კი მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ორი გოგო დააკავა. თავად ნოზაძე ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება და მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....