ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი: “ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სააკაშვილის განცხადებით, საქმის მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე და მან ჩვენება პუტინთან კონსულტაციების შემდეგ მისცა.

„აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და მისჯა 6 წლის, ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა, რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში.

მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე, ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, მათ შორის, თუნდაც, რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო.

იტვირთბა....