“არაფერი მაქვს ბერობის საწინააღმდეგო, მაგრამ რით ვერ გაიგეს ეპისკოპოსებმა, მონასტრების წინამძღვრებმა, რომ ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს ბერობა ვერ უშველის და ის უარეს განსაცდელში ვარდება… ანაფორაში მანკიერებები არ იმალება, პირიქით უფრო აშკარა ხდება და საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც საშიშად გვევლინება…
არ არის ბატონო ანაფორის ფრიალი ცხონების გარანტია… რა მნიშვნელობა აქვს, მონასტერში ცხოვრობ თუ ქუჩაში, როცა ღვთის მგმობელი ხარ…
ისიც გაითვალისწინეთ, აღარ ჭრის შემოსილებზე მოწყალების გაცემა, ნურც ამის გამო შეიმოსებით… მოსახლეობას იქით სჭირდება დახმარება. ამიტომ უსაქმურობის გამო, მონასტრების კედლებს შეფარებულ ე.წ. ბერებს სტომაქს ვერ ამოუვსევს…
თუ ასე ძალიან ცდილობს ვინმე სხვის სულის ცხონებას, მაშინ მისგან აღკვეცილ და ხშირ შემთხვევაში გაუბედურებულ ადამიანზე პასუხიც უნდა აგოს…
ბერობას არ ვერჩი, ვაი(ბერობა)ზე ვსაუბრობ, უბრალოდ!”, – წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.