ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ზალკანიანი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს აქტიურ ქმედებებს რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა.

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება რას წარმოადგენს სია, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ სიის დაკომპლექტება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ვიდრე აღნიშნული სია ოფიციალურად გაცხადდებოდა, ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით პარტნიორებთან, რისი შედეგიცაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენი დიპლომატიური მისიები, ჩვენი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც ინდივიდუალურად ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინიტრო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ყველა პარტნიორთან, რათა იმ პირთა მიმართ, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი სანქციები იქნას მიღებული.

იტვირთბა....