ენგურის ხიდზე “სუსის” ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, აფხაზური მხარის ულტიმატუმი გახდა, რომ ქართულ მხარეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორია მკვლელობაში მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯიოღლის საკითხი ამოეღო. რაზედაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს საკითხი ქართული სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და დღის წესრიგიდან მის ამოღებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
მანამდე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 ადამიანის შეყვანის ფაქტზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობის ქმედებას დესტრუქციული უწოდა.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში სულ 33 პირი მოხვდა.