19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ, გიორგი თევზაძეს, რომელსაც ბრალად ყაჩაღობა ედებოდა , 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საქმე კი ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოშია.
იურისტ კახა კვაშილავას თქმით, გიორგი თევზაძეს 2017 წლის 23 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისში, ანთელავას ქუჩაზე დანის მუქარით ტაქსის მძღოლისგან 20 ლარის წართმევა ედება ბრალად, რისთვისაც თავდაპირველად მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი დააკავეს.
ადვოკატის თქმით ვიდრე გიორგი თევზაძეს დააკავებდნენ, ის არასასურველ პიროვნებად მოიაზრებოდა ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილებისთვის.
“მეტრონომი” გიორგი თევზაძის ძმას, ვახო თევზაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმა არასდროს შეხვედრია აღნიშნულ ტაქსის მღოლს.
“ჩემი ძმა არასდროს არ შეხვედრია ამ ტაქსის მძღოლოს. სასამართლოზე რომ გამოცხადდა ჩვენების მისაცემად, ჩემი ძმა გაკვირვებული უყურებდა და პროკურორი ეგონა, რადგან ვერ იცნო ვინ იყო. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამინს მიუსაჯეს 9 წელი.
სანამ ჩემს ძმას დაიჭერდნენ, მანამდე პერიოდულად იყო ჩვენი სახლის ჩხრეკვები. ერთ-ერთ საღამოს ჩვენი უბნის ბიჭები ქუჩაში იდგნენ, როცა გამოაიარა ჩუღურეთის პოლიცის უფროსმა და მოადგილემ. ბიჭებს უხამსი სიტყვებით მოუწოდა სახლში წასულიყვნენ.იქ მათი თანამდებობა ბოროტად ვერ გამოიყენეს რადგან გაშლილი სივრცე იყო და ყველა ყველაფერს ხედავდა. ამის შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი ჩემს ძმას დაემუქრა შენ ნახე რას გიზამო. ეს ამბები ხდებოდა სისტემატიურად და ჩემი ძმა ყავდათ ამოთვალწუნებული და ნებისმიერ ხმაურზე ცდილობდნენ დაეკავშირებინათ გიო საქმისთვის”- განაცხადა ვახო თევზაძემ.
გიორგი თევზაძე მეორე დღეა რაც შიმშილობს. ოჯახის წევრები და ახლობლები კი დღეს საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან და შემდგომ ინსტანციებში აპირებენ საქმის გასაჩივრებას. როგორც ვახო თევზაძემ განაცხადა, თავად პროკურორებიც კი გაკვირვებულები იყვნენ, მოსამართლის გადაწყვეტილებით.
“მოსამართლე ნათია გუდაძე არანაირ ნდობას არ იმსახურებს თუნდაც მისი წინა საქმეებიდან გამომდინარე. ესეთი პრობლემის წინაშე რომ დავდექით, ბუნებრივია გადავხედეთ ამ მოსამართლის ბიოგრაფიას. სამი მოწმე გვყავს, რომელიც ადასტურებს გიოს სხვა გარემოებაში ყოფნას. აგრეთვე ბრალდების მოწმე რომელიც იძახის, რომ ამ მანქანაში ვიჯექი და ის პიროვნება არ იყო გიო თევზაძეო. აღწერს კიდეც იმ პიროვნბას და რადიკალურად განსხვადება ჩემი ძმისგან. საქმეზე არის ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც ვერ დაადგინა შემხებლობა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან, ასევე ჩატარებულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა გიორგი თევზაძის ყოფნა აღნიშნულ მანქანაში.
ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს უდანაშულობის. ამ პროცესში ყველაფერი ნათელი იყო. საქმეზე სამი პროკურორი ზუსტად მაგიტომ შეიცვალა, რომ არავის უნდოდა წაგებული საქმე. იმას ვაპროტესტებდი რომ 9 თვე ტყუილად გაგვიწელეს სასამართლო პროცესი და ახლა გუდაძემ 9 წელი მიუსაჯა” – განაცხადა ბრალდებულის ძმამ.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, ეს ბრალდება და სასამართლოს განაჩენი, წარსულში მის ძმის ნასამართლეობას უკავშირდება.
ე.წ. დაზარალებულის პირისპირ იმდენი მტკიცებულებებია ჩვენს სასარგებლოდ , რომ რაღაც ინტერესს აშკარად ვხედათ. როგორც ტაქისტი ყვება, ის ადგილი სადაც შელაპარაკება მოხდა 2 წუთის სავალზეა განყოფილება, მძღოლი კი რატომღაც იძახის, რომ განყოფილებაში საათნახევარში მივიდა.
გიორგი წარსულში ნასამართლევია და იმ უცხო ადამიანის ნაცვლად რომ ჩემი ძმა ჩასვევ, მაგას არ დაკმაყოფილდნენ და ზუსტად იგივე კვალიფიკაციაც შეუსაბამეს, რაზეც უკვე მოხდილი აქვს სასჯელი” – განაცხადა გიორგი თევზაძის ძმამ, ვახო თევზაძემ”- განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას თევზაძე.