ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია მოყვეს, თუ რა მოხდა, სცემეს“, – განაცხადა ბავშვის მშობლების ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი დღეს პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.