„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
„27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის 10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა.
მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.