ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შიდა ქართლის ადმინისტრაციის კუთვნილ ავტომანქანებს შპს “მანქანა” შეაკეთებს

შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის განკარგულებაში მყოფ ავტომობილებს შპს „მანქანა“ შეაკეთებს.

გუბერნიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

ტენდერის პირობების თანახმად, შპს „მანქანამ“ უნდა უზრუნველყოს 6 ავტომობილის სრულყოფილად შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, რაც გულისხმობს – ავტომანქანების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ნაწილების შეცვლას ყოველგვარი რიგისა და შეფერხების გარეშე. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 11 ათასი ლარია. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება კი 63 938 ლარს შეადგენს.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....