ეგვიპტის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია ნაკრებიდან მოჰამედ სალაჰის შესაძლო წასვლის შესახებ. ინფორმაციას fourfourtwoავრცელებს.
ნაკრების დირექტორმა, იჰაბ ლაჰიტამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალაჰი განაგრძობს გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარჯიშს და მეგობრულ ურთიერთობას და მზად არის საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩისთვის. ეროვნული ნაკრებიდან სალაჰის შესაძლო წასვლა უარყო ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამაც.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ჩეჩნეთის ლიდერთან შეხვედრის გამო შესაძლო ნაკრებში გამოსვლა დაასრულოს. ამის შესახებ CNN-ი ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა. გამოცემა წერდა იმასაც, რომ რამზან კადიროვმა სალაჰი თავისი პოლიტიკური ინეტერესებისთვის გამოიყენა.
23 ივნისს კადიროვმა სალაჰი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.
26 წლის მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ფეხბურთელია. ამ სეზონზე მის ანგარიშზე 52 მატჩი და 44 გოლი.