მოჰამედ სალაჰმა სანაკრებო საფეხბურთო კარიერა შესაძლოა დაასრულოს ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რამზან კადიროვთან გამართული შეხვედრები და გადაღებული ფოტოებია – CNN ინფორმაციას, ფეხბურთელის ახლობელ წყაროზე დაყრდნობით ავრცეკებს.
ეგვიპტის ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ორი მატჩი წააგო და ჯგუფში ჩარჩა. სალაჰისა და კადიროვის სურათები კი, CNN-ის ცნობით, მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა გახდა. კადიროვმა სალაჰს ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
CNN-ის წყაროს ცნობით, მომხდარის გამო სალაჰი უკმაყოფილოა და ამ ყველაფრის ადრესატად ეგვიტპტის ფეხბურთის ფედერაციას განიხილავს.
“ლივერპულის ვარსკვლავს არ სურს, რომ ფეხბურთის გარდა სხვა პროცესებში იყოს ჩართული ან ვინმეს პოლიტიკური იმიჯისთვის იყოს გამოყენებული”, – წერს CNN წყაროზე დაყრნდობით.
ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სალაჰმა შესაძლოა ნაკრები დატოვოს, მათთვის “სიურპრიზია”, რადგან ფეხბურთელს მსგავსი რამ ასეთ რამ არ უცნობებია.
“ჩვენ აქ სპორტულ ღონისძიებაზე ვიმყოფებით და ფიფას პროცედურებს მივყვებით, ჩვენ არ განვიხილავთ პოლიტიკას და თუკი რაიმე პოლიტიკური დისკუსია არსებობს, ეს ფიფასკენ უნდა გადამისამართდეს”, – აცხადებენ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციაში.ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ეგვიპტელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და შესაბამისი ჰაშტაგი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთელს ნაკრებში დარჩენას სთხოვენ.