ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: “საზღვაო პროფესიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი”

საზღვაო პროფესიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. განვაცხადეთ, რომ პრიორიტეტი არის განათლება და მეზღვაურის პროფესიას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი ექნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში განაცხადა, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღეს მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„400 მილიონ ლარზე მეტია თქვენი შენატანი საქართველოს ბიუჯეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია და გაფრთხილება  სჭირდება. ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, ევროკავშირის 17 ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ, სრულყოფილად დაეუფლოთ და გამოიყენოთ თქვენი პროფესია. საზღვაო სასწავლებლების არსებობის ისტორიაში,  პირველად გავუშვებთ საზღვაო აკადემიის გემ „კადეტს“ საერთაშორისო ნაოსნობაში, ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, ყველა მოქალაქისთვის, რომ ჩვენს სასწავლებლებში მოვიწვიოთ უცხოელი სტუდენტები. საზღვაო პროფესიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. განვაცხადეთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება და თქვენს პროფესიას ამ მიმართულებით ექნება მნიშვნელოვანი ადგილი“, – მიმართა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა დილიდან საზეიმო მსვლელობა მოაწყეს.

იტვირთბა....