ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის პრემიერი: “ჩემს სავარძელსარჩევნების შემდეგ აუქციონზე გავიტან”

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმიმ , დღევანდელი არჩევნების ხმის მიცემის შემდეგ, ხუმრობით განაცხადა, რომ  საკუთარი სავარძლის აუქციონზე გატანას გეგმავს. მისი თქმით, ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლის შემდეგ, მისი თანამდებობა გაუქმდება.

„დაე, ეს არჩევნები ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქცეს. თურქეთი ახალი ჰორიზონტისკენ მიდის და კვლავ განაგრძობს თავის გზას. ჩემი სავარძელი კი მე დამრჩება. მას აუქციონზე გავიტან“, – განაცხადა ილდირიმმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო  არჩევნები მიმდინარეობს.

იტვირთბა....