ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა, პარლამენტმა “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პროექტი “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“,  რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც როგორც ინიციატორები განმარტავენ, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.

კანონი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები. კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი მთავრობის მიერ არის ინიცირებული.

იტვირთბა....