გარბენი „თბილისი“, თბილისის მერიის ინიციატივით დღეს პირველად გაიმართა. რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიიღო.
გარბენში მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადახვა რაიონების გამგებლები, მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები.
გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.