ბათუმში, არდაგანის ტბაში სამაშველო ბრიგადები ცხედარს ეძებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოები შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.