ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებული ახალი იდეა იქნება”

პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ის ახალი იდეა იქნება, რომელიც დევნილთა სამინისტროს ეხება. ბესელიას ინფორმაციით, მცირე მთავრობის იდეისა და სტრუქტურულ შერწყმაზე კონცეპტუალურ დონეზე კონსენსუსი მიღწეულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა ეკა ბესელიამ ისაუბრა.

“ძალიან ახლოს ვართ საბოლოო კონსენსუსამდე. კონცეპტუალურ დონეზე მცირე მთავრობის იდეას მხარდაჭერა აქვს, რადგან მთავარი არსი არის ის, რომ ასეთი ტიპის ორგანული შერწყმით მოხდება გადაწყვეტილებების და მართვის კუთხით უფრო სწრაფი, ეფექტიანი და მოქალაქისთვის შედეგზე ორიენტირებული ახალი მოდელის შემოთავაზება. იგივე დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით არის ასევე ახალი, საინტერესო იდეა და ამაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....