ბელგიის ნაკრებმა ტუნისი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ტუნისელების კარში გოლი ედენ აზარმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს, მათთან ერთად ასევე მაში ბატშუაიიმ. მეტოქე გუნდიდან გოლების ავტორები კი დილან ბრონი და ვაჰბი ჰაზრიმი იყვნენ.
ეს წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე შედეგიანი თამაში იყო. მას შემდეგ მოდის პორტუგალია – ესპანეთი (3:3) და რუსეთი – საუდის არაბეთი (5:0).