ბათუმში, ზღვაში 70 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი დაახლოებით ნახევარი საათის წინ ამოიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალდობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.