ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა.

პირველი არხის ინფორმაციით, პირები, რომლებსაც ბრალი  წაუყენეს, კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაცია და რა მუხლებით წარედგინათ ბრალი პირებს, ჯერ არ ვრცელდება.

მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი  მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩაოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....