თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს. შემთხვევისას სამი მანქანა დაზიანდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.