ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანაკოევი: “ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მიუღებელია იქაური ხელისუფლება”

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სახალხო დიპლომატია კიდევ უფრო გააქტიურდა.

როგორც დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ჯანდაცვის და განათლების სახელმწიფო სერვისებით სარგებლობენ.

“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესდა სახალხო დიპლომატია ორივე მხარეს შორის. ცხინვალის მცხოვრებლები აქტიურად იღებენ განათლების თუ ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობას. საკუთარი პროდუქტი გადმოაქვთ დედაქალაქში რეალიზაციისათვის. არავის არ მოსწონს იქ ძალადობა. მათი უმრავლესობისთვისაც მიუღებელია იქაური ხელისუფლება”, – აცხადებს დიმიტრი სანაკოევი.

 

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....