ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკენოზი მიქაელი: “პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი სინოდის სხდომაზე არ განიხილება”

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება. მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება. ინფორმაციას “ინტეპრესნიუსი” ავრცელებს.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება.

იტვირთბა....