ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილეებს შეუერთდა

სამტრედიისა და ფოთის  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოშიმშილეებთან მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კი მოშიმშილეებს შეუერთდა და შიმშილობა დაიწყო.

„ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვაპირებ შიმშილობას, ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან და სამართლიანობა არ იზეიმებს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნები კვლავ უცვლელია, დაისაჯოს ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება. ისინი აქციის გაგრძელებას გეგმავენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

იტვირთბა....