aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი დაიხვეწება.

პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა.

“სახელმწიფომ უპრეცენდენტო ჯანდაცვის მომსახურება გასწია, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა – 2013 წლიდან დღემდე დაფინანსდა 4 მილიონზე მეტი შემთხვევა. მთავრობა მომავალშიც შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, დაიხვეწება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განიხილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები და მექანიზმები, რათა დასაქმებულმა ადამიანებმა მეტი წვლილი შეიტანონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.

გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიან მეთოდებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. თუმცაღა, მინდა გითხრათ რომ ეს არა არის საკმარისი და ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს დაფინანსება“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა

იტვირთბა....