ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა როგორ დაამარცხონ ქვეყანაში სიღარიბე”

პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების წინაშე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე  სამთავრობო პროგრამით გამოდის.

ბახტაძის თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა როგორ დაამარცხონ ქვეყანაში სიღარიბე.

“ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს, რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს – ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ, საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

იტვირთბა....