ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მან განათლება საფრანგეთში იმ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში მიიღო, სადაც საფრანგეთის მაღალი თანამდებობის პირებმა.
„რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან ისმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით… რა თქმა უნდა განათლება საქართველოში მივიღე, მაგრამ ჩემი ძირითადი განათლება, იქნება ეს საშუალო სკოლა, თუ უმაღლესი, მივიღე საფრანგეთში. მე იგივე სკოლა დავამთავრე, რაც დაამთავრა მაგალითად მაკრონმა ჩემს მერე. როცა მე ის სკოლა დავასრულე, ბატონმა ოლანდმა, იბერ ვედრინმა, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იუსტიციის მინისტრი, ელიზაბედ გიგუ, ზუსტად მე მისი სკოლა დავამთავრე.
ასევე დავამთავრე ის სკოლა, შს მინისტრებისა საფრანგეთში, როგორიცაა ცნობილი საპენი, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ის სკოლაა, რომელიც მე დავამთავრე. დიახ, საფრანგეთში ღებულობენ უმაღლეს იურიდიულ განათლებას, ვინაიდან და რადგანაც ამ სკოლის დამთავრებულები არიან საფრანგეთის ადმინისტრაციული უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების 65%. ასევე რაც არ უნდა საოცარი იყოს, ჩემი ჯგუფელია აწ უკვე საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი, და ამჟამად იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზუპა”, – განაცხადა წულუკიანმა.
ასევე წულუკიანმა აღნიშნნა, რომ ოპონენტების განცხადებები საფრანგეთის საგანმანათლებლო დაწეებულებებთან დაკავშირებით, საქართველოს იმიჯს აზიანებს, ფრანგებს კი შეურაცყოფას აყენებს.
შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ამ სკოლიდან გამოსული ადამიანი, შესაბამისად მე, არ ვარ შესაბამისად განათლებული, მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ევრონაცები ამით შეურცხყოფას აყენებენ ფრანგებს. დაწყებული პრეზიდენტიდან, პრემიერების, მინისტრების და მოსამართლეების გავლით. ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ეს არ არის კარგი, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არასერიოზული ოპოზიცია გვყავს ქვეყანაში“, – განაცხადა წულუკიანმა.