ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიბაუსკაიტე: “ლიეტუვა რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს”

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გერმანულ გამოცემა “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს.

დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, მოვლენების მსგავსი განვითარების საფრთხე დიდია. ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალები ნატოს შეიარაღებულ ძალებს 10-ჯერ აღემატება, დასავლეთი კი რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ატარებს.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც რუსეთი მათ თავს ესხმის, მანიპულირებს არჩევნებით და შიდა საქმეებში ერევა

იტვირთბა....