შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით დეტალური გეგმები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ ძირითადი კომპონენტი არის ტექნოლოგიური ნაწილის განვითარება სხვადასხვა ფორმებით, ეს უნდა იყოს კამერების ნაწილი და მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს პერიოდში უფრო კონკრეტულ მონაცემებს და გეგმებს მოგაწვდით“, – მიმართა დეპუტატებს გახარია