ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: “წულუკიანის პასუხისმგებლობის აღქმა არაადეკვატურია”

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, რომ არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ამ ჯერზე ირაკლი შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა.

მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს მიმართა და განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობის აღქმა არაადეკვატურია.

„არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ თეა წულუკიანმა ამ ჯერზე ირაკლი შოთაძეს ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა და რამე კრიზისი ხომ არ გაქვთ? აზრი ხომ არ შეიცვალეთ? შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა მოქალაქეებთან? – აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი აღქმა და თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღესაა ქვეყანა. იმ კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაითელა და თქვენ საუბრობთ რაღაც ტალღებზე. ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული, რეფორმების ტალღებზე ლაპარაკობთ და ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები“, – განაცხადა ხოშტარიამ.

იტვირთბა....