ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე თავდაცვის მინისტრს დეპუტატების ჯარში წაყვანას სთხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განცხადა, რომ  დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ და მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა

დეპუტატმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას მიმართა, რომ ეს თხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს.

“ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმების მიმართულებით. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია. დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს.

იტვირთბა....