ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგიჩაიშვილი: “ბახტაძის გადასაწყვეტია დარჩება თუ არა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში”

“ქართული ოცნების” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის შემადგენლობაში რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ამას მამუკა ბახტაძე თავად გადაწყვეტს.

უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ თეა წულუკიანთან მმართველ გუნდს კითხვები არ ჰქონია.

„მმართველ ძალას თეა წულუკიანთან კითხვები არ ჰქონდა. ვისაც აქვს კითხვები დღესაც დასვამს. ჩემი აზრით, ყველა პრეტენზია, რაც დღეს თეა წულუკიანთან არის, ცოტა უფრო ანგაჟირების ელფერს ატარებს და საქმიანი კითხვები მე მათი მხრიდან ვერ მოვისმინე”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....