რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მიხეილ პეტრემღვდლიშვილის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ გორიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი იუწყება.
გატაცებულის შვილის, თორნიკე პეტრემღვდლიშვილის ინფორმაციით, მათ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 2500 რუბლის ოდენობით, დღეს გადაიხადეს.
სოფელ ახალუბნის მკვიდრი, 58 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი 16 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.
თანასოფლელების განცხადებით, დაკავების დროს პეტრემღვდლიშვილი ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე