ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადაუღებელმა წვიმამ ყვარელში საცხოვრებელი სახლები დატბორა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა სოფელ გავაზში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ისინი დაზარალებულებს წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი.

როსტომ სესიაშვილის განმარტებით, უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიაც.

იტვირთბა....