ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოფხაძე: “წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“საერთო სტანდარტი ჩემთვის, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში წარმოადგენს თეა წულუკიანი, არის მაჩვენებელი მაღალი პოლიტიკური სტანდარტისა. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემგან თეა წულუკიანს ნამდვილად ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....