ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში ორ ქვესადგურს მეხი დაეცა

გორის მუნიციპალიტეტში ათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზი ძლიერი ჭექა-ქუხილი გახდა, რა დროსაც მწყობრივად ორი ქვესადგური გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლის ცნობით, ქვესადგურებზე ელვა გადავიდა. მეხის დაცემის შედეგად ქალაქ გორის გარკვეულ უბნებსა და მუნიციპალიტიტეტის რამდენიმე სოფელს შეუწყდა დენი.

,,ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება ატენისა და ბოშურის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს. ასევე, გათიშულია ქალაქის გარკვეულ უბნები, რომლებიც ქვესადგურ ,,იმედზე” არიან დამოკიდებულები” – აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სხვა რაიმე საგანგაშო შეტყობინება რეგიონიდან არაა შესული.

 

წყარო: medianews.ge

იტვირთბა....