ავსტრიის ქალაქ მარხტრენკში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.
29 წლის ქართველსა და თავშესაფრის მაძიებელ ერაყის ორ მოქალაქეს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ერაყელმა ქართველს გატეხილი შუშის ბოთლით დაზიანება სახის არეში მიაყენა. ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.
მძიმედ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, პოლიციამ კი ეჭვმიტანილი ერაყელები დააკავა