ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდების პროტესტი კვლავ გრძელდება. სამი ახალგაზრდა მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს, რის გამოც მათი მდგომარეობა დამძიმდა. ერთ-ერთი მოშიმშილის ძმის, დავით ჭუმბურიძის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების გამო, ორი ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისი თქმით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“გუშინ ორი ახალგაზრდა გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, წუხელ დავტოვეთ საავადმყოფოში ექიმების კატეგორიული მოთხოვნის გამო, მაგრამ დღეს ისევ აპირებენ მივიდნენ პოლიციის შენობასთან. პროტესტი გრძელდება და დროა უკვე შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება”, – აცხადებს დავით ჭუმბურიძემ.
როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.