ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუგოშვილი: “დღეს მოგვიანებით ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს”

დღეს ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველნა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე გარკვეული ცვლილებები აქვს დაგეგმილი.

„დაველოდოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს მოგვიანებით ცნობილი გახდება, რა შემადგენლობით წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტს. როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მთავრობის ფორმირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება

იტვირთბა....