ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსთავი 2”: მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილი განიხილება

მმართველ გუნდში პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი განიხილება, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახდებ “რუსთავი 2” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს.

მმართველ გუნდში ჯერ არ საუბრობენ პრეზიდენტობის კანდიდატზე. მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი.

„ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიდის, არაერთი კანდიდატი განიხილებოდა სხვათა შორის და ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც შეიძლება პრეზიდენტის როლი, პოზიტიური გაგებით, კარგად მოირგოს და ის როლი შეასრულოს, რაც მითუმეტეს, ახალი კონსტიტუციით პრეცედენტულიც იქნება და ამიტომ ძალიან საფრთხილო დამოკიდებულებაა საჭირო ამ შერჩევის პროცესში. მაგრამ შერჩევის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით, ივლისის ბოლომდე ეს ამბავი არ გახმაურდება, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილის დასახელებას დადებითად აფასებს.

იტვირთბა....