საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადა წერს რომ მან საქალაქო სასამართლოში იმ ქალის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
“ჩემო მეგობრებო და კეთილმოსურნენო!
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ!
არსებობს უსამართლო ბრალდებები რომლებსაც ვპასუხობ დუმილით;
მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს, ჩემი საქმიანი რეპუტაციაც – ასეთ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ სასამართლოს ძალით!
დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს.
ამ კამპანიასა და სიცრუის ტირაჟირებას, არც პოლიტიკურად ანგაჟირებლი სახალხო დამცველი და არც ხელმოცარული პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკური ჯგუფები ჩამორჩნენ!
მე ვაძლევ მათ პირობას, რომ სიმართლე არ დაიმალება და კვლავინდებურად, უკიდურესად გაწბილებულები დარჩებიან!
აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც ბევრ საინტერესო წამწყებასა და პროექტს ჩვუყარე საფუძველი, მათი გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელიც ყოველდღიურად და დღემდე მომყვება…
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემი სჯერა და გვერდში მიდგას. რადგან ის ძალა და მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ, არის მყარი საფუძველი, ჩემი სიმართლით გავაგრძელო სვლა…” – წერს იგრეხელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.