უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ ბრალდებული პირის საკნიდან დაკითხვაზე გაყვანა და მისი საკანში უკან დაბრუნება ჩვეულებრივი პროცედურაა.
“ამ მოქმედების გაზვიადება არ მიმაჩნია მთლად სწორედ. არ მინდა ამ საკითხს შეგაედოთ იუმორისტული გამდოსახედიდან. ბრალდებული პირიდ საკნიდან საკითხვაზე გაყვანა და დაკითხვიდან საკანში დაბრუნება ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა.
მთელი დავის არსი ხო იცით რაზეც წარმოიშვა, რომ არასამუშაო საათებში გაიყვანეს თუ არა საკნიდან. მე დეტალურად არ ვიცნობ სტრასბურგის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს, თუ იქ წერია რომ რაღაც ნაწილეი არის გამოსაძიებელი, უნდა გამოვიძიოთ”- განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა.