ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებმაც სააკაშვილი დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ გამონათქვამებში დაადანაშაულეს.

“აი ,ეს არასამთავრობო ,არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს “იცავს” ჩემგან,არამედ ამ “დაცვაში” ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის ,როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ,დისკრიმინაციული მიდგომა.

მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე.ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას..

ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.

ის,რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით,სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.
განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....