“2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ ის კონვეინური წესი მოქმედებდა, როდესაც არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე – მექანიკურად მიდიოდა საკმაოდ უხეში ჩამოჭრა შემოსავლებიდან. კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია თავად მამუკა ბახტაძემ განმარტოს. წინა ხელისუფლებას ასეთი მათრახით და კონვეინური წესით რომ ჰქონდა ფულის “ახევის“ მოქანიზმები ჩამოყალიბებული, ამიტომაც შეიცვალა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობისთვის” 20 000 ლარის შეწირვის თემის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შეწირა.