ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბურჯანაძე: “ბახტაძის დანიშვნა არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”

„სამწუხაროდ, სასაცილო მდგომარეობაშია ვართ. ცოტა უხერხულია, როდესაც ადამიანები, რომლებიც სერიოზულად გვგონია გველაპარაკებიან, გვეუბნებიან, რომ სერიოზული და გამოცდილი კანდიდატია პრემიერ-მინისტრობის, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

“გავიხსენოთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება, რომელსაც საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს მეზობელთან, უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი არა თუ ვერ ფლობს ინფორმაციას, არავინ არა ჰყავს კადრები, ვერავის ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის ახლობლების და ფავორიტების გარდა. ეს ძალიან მალე დაანგრევს ამ ხელისუფლებას”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

იტვირთბა....